ფეხბურთი

11:45 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" კონტე ჩაიბარებს

მილანის "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორის ჯუზეპე მაროტას გადაწყვეტილებით კლუბის მთავარი მწვრთნელი მომავალი სეზონიდან ანტონიო კონტე გახდება. როგორც Calciomercato იუწყება, იტალიური კლუბი ლუჩიანო სპალეტის სამუშაოთი უკმაყოფილოა და მას კონტე ჩაანაცვლებს.

იტალიური გამოცემა ასევე იუწყება, რომ მაროტა მთავარი მწვრთნელის პოსტის კანდიდატურაზე ასევე ჟოზე მოურინიოს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ანტონიოს ვარიანტი გადაწყდა. "ინტერი" მზადაა კონტეს ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმაროს, რათა გუნდმა "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატში კონკურენცია გაუწიოს.

მიმდინარე სეზონში "ნერაძური" 56 ქულით სერია A-ში მესამე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ერთ-ერთი კანდიდატია.

Loading...
სტატისტიკა
0.257133