ისტორია

9:45 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

7 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 – დაიბადა ფრანკ რიბერი. საფრანგეთის ნაკრების, “მეცის”, “გალათასარაის”, “მარსელის”, “ბაიერნის”, "ფიორენტინას" გარემარბი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. “გალათასარაის” რიგებში გამოსვლისას დაეუფლა თურქეთის თასს, “მარსელთან” ერთად მოიგო ინტერტოტოს თასი. "ბაიერნთან" ერთად ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ თასის მფლობელი, მოიგო გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895- დაარსდა შვეიცარიის საფეხბურთო ფედერაცია, რომელიც ფიფას დაფუძნების ერთ-ერთი ორგანიზატორია. შვეიცარიის ნაკრები, პარიზის 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტია.

1910- აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში, მსოფლიოში პირველი მოტოდრომი გაიხსნა.

1916- კალიფორნიის შტატის ქალაქ კორონაში მიმდინარე ავტორბოლა ტრაგიკულად დასრულდა. შეჯიბრების ერთ-ერთმა მონაწილემ, ბობ ბერმანმა, დამცავი ჯებირი გაარღვია, რის შედეგადაც, მასთან ერთად მანქანაში მყოფი მექანიკოსი და საგზაო პოლიციელი დაიღუპნენ. მძიმედ დაშავდა ხუთი მაყურებელი.

1919- დაარსდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია. საფრანგეთში ფეხბურთის თამაში 1872 წლიდან დაიწყეს, ოფიციალური ფედერაციის შექმნა კი, მხოლოდ ამ პერიოდიდან 50-იოდე წლის შემდეგ მოხერხდა.

1943- ამერიკის ფეხბურთელთა ეროვნულ ლიგაში, მოთამაშის შეცვლის წესი დაინერგა.

1982- თბილისისდინამომ”, თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველნახევარფინალურმატჩში,ბელგიის ლიეჟისსტანდარდთან” 0:1 წააგო. თამაში თბილისში ჩატარდა და მას75 ათასიმაყურებელიდაესწრო. “დინამო”: გაბელია, სულაქველიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, კაკილაშვილი,ცაავა, გუცაევი (ჟვანია, ჩელებაძე), ყიფიანი, შენგელია. მთავარი მწვრთნელი, ნოდარახალკაცი.

2005- თბილისში, “მრგვალ ბაღთან,” ფინანსურმა პოლიციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია დააკავა.

2005- ინგლისური კლუბის, “პორტსმუთის” მთავარ მწვრთნელად, ალენ პერენი დაინიშნა.

2006- გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდის ძირითადი მეკარე, იენს ლემანი იქნებოდა.

2006- ჟურნალისტებმა 2005 წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად ფერნანდო ალონსო დაასახელეს, ქალად კი, კიმ კლიისტერსი. საუკეთესო კლუბის ტიტული “ბარსელონას” ერგო.

2009- თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედალიმოიპოვაბესიკგუჩაშვილმა (55 კგ), ბრინჯაოსიმალხაზ ქურდიანმა (60) და მალხაზ მუზიაშვილმა (66).

2010- “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნს” საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” 3:2 მოუგო, მაგრამ ვინაიდან პირველი მატჩი 1:2 ჯქონდა წაგებული, ტურნირს გამოეთიშა. 2002-03 წლების გათამაშებიდან მოყოლებული ინგლისი პირველად დარჩა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტის გარეშე.

2013- "მინესოტამ" საკუთარ არენაზე "დეტროიტი" 107:101 დაამარცხა და ეს გამარჯვება "თიმბერვულვზის" მთავარი დამრიგებლის რიკ ადელმანის სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, რიგით მე-1000-ე გამოდგა. 66 წლის სპეციალისტი ნბა-ს ისტორიაში გახდა მერვე მწვრთნელი, რომელმაც გამარჯვებათა ამ ნიშნულს უწია.

ამ დღეს დაიბადნენ

1859- უოლტერ კემბი. ამერიკული ფეხბურთის ფუძემდებელი. პროფესიით მწერალი.

1864- ალბერტ ალენი. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდი. ინგლისის ჩემპიონატში პირველმა შეასრულა ჰეთ-თრიკი. ეს ფაქტი, 1888 წლის 25 სექტემბერს მოხდა, როცა “ასტონ ვილამ” “ნოთს ქაუნთი” 9:1 დაამარცხა. 1887 წელს მოიპოვა ინგლისის თასი. საკუთარ დაბადების დღეს, 1888 წლის 7 აპრილს, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა 3 გოლი (ინგლისელებმა ირლანდიელებს 5:1 მოუგეს).

1919- ედუარდო მანჯარეტი (იტალია). იტალიელი მოფარიკავე. ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს 13 სხვადასხვა სინჯის მედალი. მსოფლიოს ცამეტგზის ჩემპიონი.

1948- პიეტრო ანასტაზი. იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში 1968 წლის ევროპის ჩემპიონი.

1949- სატურინო არუა. პარაგვაის ნაკრების ფორვარდი. ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოსვლისას გაიტანა 15 გოლი.

1956- დავით მუჯირი. თბილისისდინამოსმცველი. 1978 წლის საკავშირო პირველობის ჩემპიონი. 1977წელსმოიპოვა ვერცხლის მედალი. სსრკ პირველობების ოთხგზის ბრინჯაოს მედალოსანი. ორჯერ(1976, 1979) ფლობდა საკავშირო თასს.

1961- ლუიჯი დი აგოსტინი. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. 1990 წელს მოიპოვა უეფასა და იტალიის თასი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი.

1961- პასკალ ოლმეტა. საფრანგეთის ნაკრებისა და “მარსელის” მეკარე. 1993 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი. მოგებული აქვს საფრანგეთის ლიგის თასიც. საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩაატარა 474 მატჩი.

1963- ბერნარ ლამა. საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრების, პსჟ-ს, “რენისა” და “ბირმინგემ სიტის” გოლკიპერი. 1998 წლის მსოფლიოს პირველობაზე იყო ფაბიენ ბარტეზის დუბლიორი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. პსჟ-ს რიგებში გამოსვლისას, 1996 წელს მოიგო თასების თასი. საფრანგეთის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. შეყვანილია პსჟ-ს სიმბოლურ ნაკრებში.

1966- ალესანდრო ბიანკი. 1980-90-იან წლებში გამოდიოდა მილანის “ინტერში”. 1989 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, 1991 და 1994 წლებში მოიპოვა უეფას თასი.

1967- ბოდო ილგნერი. გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრების, “კიოლნისა” და მადრიდის “რეალის” მეკარე. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ბოდო ილგნერი პირველი გოლკიპერია, რომელმაც მუნდიალის ფინალში კარის “მშრალად” შენახვა მოახერხა (არგენტინის გუნდთან მატჩში). ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში ჩატარებული აქვს 54 მატჩი. 1996-2000 წლებში გამოდიოდა მადრიდის “რეალში”. “სამეფო კლუბთან” ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გახდა ესპანეთის ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

1970- ირჟი ნოვოტნი. ჩეხეთის ნაკრებისა და პრაღის “სპარტას” ფეხბურთელი. ჩეხეთის ნაკრების 21 მატჩში გაიტანა 2 გოლი.

1973- მარკო დელვეკიო. იტალიის ფეხბურთელთა ნაკრების, “ინტერის,” “რომას,” “ბრეშასა” და “პარმას” ფორვარდი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა სამი გოლი. “რომასთან” ერთად, სერია A-ს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული.

1975- მიკლოშ ლენდვაი. უნგრეთის ნაკრების, ბელგიური “შარლერუასა” და თურქული “ქონიასპორის” ფეხბურთელი. 2001 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში გაიმართა (საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ). მატჩი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა (3:1).

1983 – დაიბადა ფრანკ რიბერი. საფრანგეთის ნაკრების, “მეცის”, “გალათასარაის”, “მარსელის”, “ბაიერნის” გარემარბი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. “გალათასარაის” რიგებში გამოსვლისას დაეუფლა თურქეთის თასს, “მარსელთან” ერთად მოიგო ინტერტოტოს თასი. "ბაიერნთან" ერთად ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ თასის მფლობელი, მოიგო გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1968 - ჯიმ კლარკი. შოტლანდიელი ავტომრბოლი. გერმანიის ქალაქ ჰოკენჰაიმში მიმდინარე “ფორმულა-1”-ის გრანპრის შეჯიბრებისას, 32 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. მან მთელი კარიერა “ლოტოსის” გუნდში გაატარა, მოიგო 25 გრან პრის ასპარეზობა, 1963 და 1965 წლებში კი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2005 - გივი ნოდია. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი. გამოდიოდა საბჭოთაკავშირისნაკრებში,ქუთაისისტორპედოში,” თბილისისდინამოსადა მოსკოვისლოკომოტივში”. საკავშიროჩემპიონატებისოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1967, 1969, 1971, 1972). 1970 წელს, 17 გატანილიგოლით, გახდასაკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი და მოიპოვა გაზეთტრუდისსპეციალური პრიზი.ხუთჯერ შედიოდა “33 საუკეთესოთასიაში (ორჯერ პირველ ნომრად). 1970 წელსიასპარეზა საკავშიროთასის გათამაშების ფინალში. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. ევროპისჩემპიონატისა დაოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირების მატჩების მონაწილე. საბჭოთაკავშირისნაკრებში ჩაატარა21 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1966 წელს, საკავშირო ჭაბუკთა ნაკრებთან ერთადევროპისჩემპიონი გახდა. გივინოდია არის გრიგორი ფედოტოვის სახელობისასიანთა კლუბისწევრი. საერთაშორისო კლასის სპორტისოსტატი. საკავშირო პირველობების 227 მატჩში გაიტანა 84 გოლი. ევროთასებზე იასპარეზა 8 მატჩში (5გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 26 შეხვედრაშითავიათჯერ გამოიჩინა. გივი ნოდიამუშაობდა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში, თბილისისდინამოში,” ქუთაისისტორპედოში,” სანკტ-პეტერბურგისლოკომოტივში”. დაჯილდოვებულიაღირსების ორდენით.

0.116704