ფეხბურთი

1:48 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი მოიზე კინი

საკმარისია დღეს „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ წააგოს და იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი’ ოფიციალურად გახდება. ასე რომც არ მოხდეს, ტურინელებს დარჩენილ 7 ტურში კინკილა ქულაც გააჩემპიონებთ. მოკლედ, ყველაფერი დროის საკითხია.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე „მილანს“ უმასპინძლა და გვარიანი ნერვიულობისა და ძალების დახარჯვის ფონზე დაამარცხა. „როსონერისთვის“ ქულები ახლა უფრო ფასეულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური სასწორზე დევს. ამიტომაც, ჯენარო გატუზოს გუნდმა შეხვედრა უფრო მოტივირებულმა და მონდომებულმა დაიწყო. აქედან გამომდინარე, პირველი ტაიმი რომ სტუმრებმა მოიგეს, გასაკვირი სულაც არ ყოფილა. ლეონარდო ბონუჩის უყურადღებობის შედეგად, კშიშტოფ პიონტეკმა გაიტანა. მანამდეიყო საკამათო ეპიზოდი, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ალექს სანდროს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერთან კონსულტაციის გავლის შედეგად მიიჩნია, რომ პენალტი არ იყო. გოლი კი ამ ეპიზოდიდან მალევე გავიდა. „იუვენტუსი“ მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდა და მარიო მანჯუკიჩს ეფექტური დარტყმით კარგი შანსი ჰქონდა, პეპე რეინამ აჯობა.

კარგი ხარისხის თამაში მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. „იუვენტუსმა“ მოუმატა და „მილანიც“ არ ჩამჯდარა ყრუ დაცვაში. მე-60 წუთზე პაულო დიბალა მატეო მუსაკიომ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა გაიტანა. „იუვეს“ მშველელად ისევ 19 წლის მოიზე კინი მოევლინა. ახალგაზრდა ფორვარდი დიდებულ ფორმაშია და ამჯერად 84-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. „იუვემ“ 84 ქულა დააგროვა და როგორც უკვე ვთქვით, სკუდეტოს ერთადერთი ქულა აშორებს. „მილანი“ ინარჩუნებს მეოთხე ადგილს, მაგრამ დარჩენილ ტურებში ქულების დაგროვებაზე ფიქრი და ზრუნვა მართებს.

როგორც იქნა, მოიგო „რომამ“. „ჯალოროსიმ“ გენუაში, „სამპდორია“ დანიელე დე როსის გვიანი გოლით დაამარცხა, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. „ჯალოროსი“ „მილანს“ კინკილა ქულით ჩამორჩება და ბრძოლაში რჩება.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; დე შილიო, ბერნარდესკი, ბენტანკური, ემრე ჯანი (ხედირა 25), სპინაცოლა (პიანიჩი 61); დიბალა (კინი 66), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„მილანი“ (4-3-3): რეინა; კალაბრია (კუტრონე 86), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ; სუსო (კასტილიეხო 76), პიონტეკი, ბორინი

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 0:1 პიონტეკი (39), 1:1 დიბალა (60, პენ), 2:1 კინი (84)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (41), მანჯუკიჩი (86) - მუსაკიო (59), ჩლჰანოღლუ (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 12 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

„პარმა“ – „ტორინო“ 0:0 (0:0)

„სამპდორია“ – „რომა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დე როსი (75)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119658