ფეხბურთი

23:00 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ასოციაციის თასის ფინალში გავიდა (VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონი" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გაბრიელ ჟეზუსმა კევინ დე ბრუინის გადაცემის შემდეგ მეოთხე წუთზე გაიტანა. მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება "უოტფორდს" და "ვულვზის" შორის 7 აპრილს გაიმართება და ამის შემდეგ გადაწყდება "ქალაქელთა" მეტოქე ტურნირის გადამწყვეტ მატჩში.

0.114164