ფეხბურთი

21:45 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" პერიშიჩის გასაყიდად მზადაა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ივან პერიშიჩმა შესაძლოა მილანის "ინტერი" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს. როგორც Goal-ი იუწყება, კლუბი მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

ასევე ცნობილია, რომ შემტევს პრემიერლიგაში უნდა თამაში. "ინტერი" კი მზადაა ფეხბურთელი 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდოს. პერიშიჩმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.242167