ფეხბურთი

18:32 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა ისევ შეთქმულებაზე საუბრობს და „დორადოსიდან“ მიდის

მექსიკური „დორადოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ, კლუბს დატოვებს. 6 აპრილს მექსიკის კლაუსურის მეორე დივიზიონის ბოლოსწინა ტურში, „დორადოსმა“ „ვენადოსთან“ ფრედ ითამაშა. გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში ერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. თუმცა, პლეი ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

„კლაუსურას“ დამთავრების შემდეგ, თანამდებობას დავტოვებ. ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.

მიზეზი? იცით მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ ხშირად რატომ ცდებიან? იმიტომ, რომ „დორადოსი“ მარადონას გუნდია.“ - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

მარადონამ „დორადოსი“ 2018 წლის სექტემბერში ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109152