ფეხბურთი

18:54 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკო "ვესტ ჰემს" შეუთანხმდა

იტალიური „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და კარიერა „ვესტ ჰემში“ გააგრძელოს. Il Tempo-ს ცნობით, 33 წლის ბოსნიელი „ჩაქუჩებს“ უკვე შეუთანხმდა.

ჯეკო ლონდონელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და იმავე რაოდენობის ხელფასს მიიღებს, რაც ამჟამად „რომაში“ აქვს. „ჯალოროსი“ ბოსნიელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ჯეკოს იტალიელებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები მის განახლებას არ აპირებენ.

ედინ ჯეკომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ჯეკოს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და თავის დროზე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.

სტატისტიკა
0.257919