ფეხბურთი

17:37 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ დე ლიხტზე: "ვიცი რაც მოხდება"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატიის დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. „ბალუგრანას“ ხელმძღვანელმა ორაზროვანი განცხადება გააკეთა:

„მე უკვე ვიცი რა მოხდება დე ლიხტისთან მიმართებაში, თუმცა ჯერ კიდევ არ მოსულა დრო ყველაფრის სასაუბროდ“, - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს ESPN-ი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 19 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერზე დიდი ხანია მუშაობს. დე ლიხტის შეძენა ესპანური გრანდის გარდა, ტურინის „იუვენტუსსაც“ სურს, ხოლო ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ ფასობს.

Loading...
სტატისტიკა
0.225798