ფეხბურთი

17:10 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა სანჩესის გაყიდვა მოითხოვა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ალექსის სანჩესის გზები გაიყოფა. ბრიტანული მედიის ცნობით, ოლე გუნარ სულშერი თავისი გუნდის სამომავლო გეგმებში ჩილელ თავდამსხმელს ვერ ხედავს და მისი გაყიდვა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ სანჩესის გაყიდვის წინააღმდეგი არც გუნდის ხელმძღვანელობაა, რადგან ფეხბურთელმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. თანაც, სამხრეთ ამერიკელი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კვირაში 400 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი „მანჩესტერს“ 2018 წლის ზამთარში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ჩილელმა 17 თამაშში ერთადერთი გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.264196