ფეხბურთი

15:54 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის ნოსტალგია: "ბარსელონაში" გატარებული დრო ძალიან მენატრება"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ ნეიმარს კატალონიის „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი ენატრება. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თქვა, კატალონიაში დიდებული პერიოდი გაატარა და „ბარსელონაში“ განსაკუთრებული ურთიერთობა სუფევდა.

„კატალონიაში გატარებული სეზონები დიდებული იყო. შესანიშნავი გუნდი გვყავდა, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ჩვენს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იყო, ის დრო მენატრება“, - განუცხადა ნეიმარმა Otro-ს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე“ 2013-2017 წლებში თამაშობდა. შემდეგ კი 222 მილიონ ევროდ ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა.

Loading...
სტატისტიკა
0.2314