ფეხბურთი

1:05 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ საჩემპიონო რბოლაში რჩება

ისეთი პირი უჩანს, პრემიერლიგის საჩემპიონო ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, „ლივერპული“ არ ნებდება „სიტის“ და პარასკევ საღამოს დიდი ომი გადაიტანა „საუთჰემპტონთან.“

მერსისაიდელებმა უკვე მე-9 წუთზე გაუშვეს გოლი და ურთულეს ვითარებაში აღმოჩდნენ. როცა მეორე ტაიმში კეიტამ გაათანაბრა, იურგენ კლოპის სახეზე ისევ გაურკვევლობა ასახულიყო. თუმცა, გერმანელმა სპეციალისტმა შეცვლების წყალობით თამაშის სურათი შეცვალა. მიხვდა, რომ მოედნის ცენტრში პრობლემები მოძალებოდა და მილნერ-ჰენდერსონის დუეტი შეუშვა მინდორზე.

სტუმრებმა მაშინვე მოიპოვეს ცენტრი და ტერიტორია. მატჩის ბოლოსკენ კი ორი შედეგიანი კონტრდარტყმა განახორციელეს. ორივეში ჰენდერსონმა მიიღო მონაწილეობა. ჯერ იყო და სალაჰს უპასა რომელმაც ნახევარი მინდორი გაირბინა და საკუთარი რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. შემდეგ კი ჰენდომ ფირმინოს პასით თავად გაიტანა. მანამდე ბრაზილიელს შესანიშნავი გრძელი პასი მისცა ვან დეიკმა, „საუთჰემპტონის“ ყოფილმა მცველმა, რომელსაც ტრიბუნები მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ.

ჯერჯერობით „ლივერპული“ ისევ გაპირველდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 33-ე ტური

საუთჰემპტონი - ლივერპული 1:3

საუთჰემპტონი. „სენტ მერისი.“ 31 797

1:0 ლონგი (9), 1:1 კეიტა (36), 1:2 სალაჰი (80), 1:3 ჰენდერსონი (86)

საუთჰემპტონი: განი, ვალერი, იოშიდა, ვესტერგორი (ოსტინი 83), ბედნარეკი, ბერტრანი, რომეუ (არმსტრონგი 83), ჰოიბერგი, უარდ-პროუსი, რედმონდი, ლონგი (სიმსი 61)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნონლდი (ჰენდერსონი 59), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 59), კეიტა (ლოვრენი 88), სალაჰი, მანე, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ბედნარეკი (48), ბერტრანი (75); სალაჰი (81), რობერტსონი (89), ჰენდერსონი (90+1), მანე (90+5)

0.113008