ფეხბურთი

0:50 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას ულტიმატუმი "მანჩესტერს" - 30 მილიონიანი ხელფასი ან ტრანსფერი

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ულტიმატუმი წაუყენა. Sun-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ამჟამინდელი გასამრჯელოთი უკმაყოფილოა და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ თავის პირობებს სთავაზობს.

500 ათასი გირვანქა სტერლინგი კვირაში (30 მილიონი ევრო წელიწადში) - ასეთია პოგბას მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელი ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, რაც მის სხვა გუნდში გადასვლის ალბათობას გაზრდის.

მოგეხსენებათ, პოგბას ბოლო დროს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ და თავადაც არ დაუმალავს ზინედინ ზიდანთან მუშაობის სურვილი.

პოლს „იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ამჟამად ხელფასის სახით კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107332