ფეხბურთი

22:47 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუერომ შესაძლოა "ბრაიტონთან" ითამაშოს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმწ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ბრაიტონთან" გასამართ ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში შესაძლოა სერხიო აგუერომ მონაწილეობა მიიღოს. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაზიანება "ფულჰემთან" გამართულ პრემიერლიგის შეხვედრაში მიიღო და ერთი მატჩის გამოტოვება მოუხდა.

"აგუერო სათამაშოდ თითქმის მზადაა, იგი გუნდთან ერთად იქნება." - განაცხადა წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს ესპანელმა.

მიმდინარე სეზონში აგუერომ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 29 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგაში სერხიომ თავი 19-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება.

Loading...
სტატისტიკა
0.223302