ფეხბურთი

18:11 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მესიმ მარტში 4 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. არგენტინელი ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეხუთედ დაასახელეს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირის ჩათვლით 39 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110653