ფეხბურთი

16:30 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "მესისთან ახალი კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ ბართმეუს განცხადებით, ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა უახლეს ხანებში დაიწყება. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელმა ESPN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არგენტინელი სამუდამოდ „ბარსელონაში“ უნდა დარჩეს.

„გვინდა, რომ მესის ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. ის კვლავ ახალგაზრდაა, ორწლიანი კონტრაქტი ისევ აკავშირებს ჩვენთან. ლეოს წინ ბევრი სეზონი აქვს და მომდევნო თვეებში მაგიდასთან დავსხდებით, რადგან ის „კამპ ნოუზე“ წლების განმავლობაში უნდა დარჩეს.

ყოველ თამაშზე ამტკიცებს განსხვავებას და იმას, რომ საუკეთესოა. ლეო ერთი გუნდი ფეხბურთელია, „ბარსელონასთან“ მისი ურთიერთობა მარადიულია და მინდა ყოველთვის აქ იყოს,მოედანზე, კლუბთან დაკავშირებული“, - თქვა ბართომეუმ.

თუმცა, „ბარსას“ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ მესის კარიერა დაუსრულებად ვერ გასტანს და ამიტომ, მის შემცვლელებზე უკვე ფიქრობს:

„რა თქმა უნდა, ის სამუდამოდ ვერ ითამაშებს, ამაზე მომავალში ვიმუშავებთ. ალბათ, სამ, ოთხ, ხუთ წელიწადში დაასრულებს კარიერას და უნდა მოვემზადოთ. ამიტმაც ვყიდულობთ ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის მთელი კარიერა კატალონურ გრანდში აქვს გატარებული. „ბარსელონასთან“ მისი მოქმედი კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლამდეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130895