ფეხბურთი

11:51 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ რუმინელი ნახევარმცველი იყიდა

ამსტერდამის „აიაქსმა“ „სტანდარტის „ნახევარმცველი რაზვან მარინი იყიდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ამსტერდამელებმა რაზვანი 12.5 მილიონად იყიდეს. კლუბმა ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, მარინი ფრენკ დე იონგის შემცვლელი იქნება, რომელიც ახალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში რაზვანმა 30 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.111602