ავტოსპორტი

5:06 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რბილი“ ნორისის მეექვსე ადგილი ბაჰრეინში

„მაკლარენის“ ლანდო ნორისმა თავისი პირველი ქულები ბაჰრეინის რბოლაში მოიპოვა და ამით ძალიან კმაყოფილი დარჩა. თუმცა ახალგაზრდა მრბოლი ამბობს, რომ რამდენიმე გასწრებისას მეტისმეტად მერყეობდა, რაც მას არ ახასიათებს.

„მაკლარენის“ ახალბედამ რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო და ხუთი პოზიცია პირველივე წრეზე დაკარგა. მაგრამ საბოლოოდ, ფინიშს მეექვსემ მიაღწია. ის ამბობს, რომ წინსვლისას მეტი აგრესიულობა მართებდა.

„რბოლის პირველ ნაწილში ძალიან კარგი ტემპი მქონდა. ვფიქრობ, შეტევებისას უფრო აგრესიული უნდა ვყოფილიყავი. რამდენიმე მომენტში მეტისმეტად რბილი ვიყავი. ვიცოდი, რომ გასწრება უნდა მეცადა, მაგრამ გარისკვას ვერიდებოდი. ვშიშობდი, რამე სულელური შეცდომა არ მომსვლოდა, რადგან კარგი სიჩქარე მქონდა და რბოლა დიდხანს გაგრძელდებოდა. რბოლა სასიამოვნო იყო, უფრო მეტად, ვიდრე ავსტრალიაში. ამჯერად მეტოქეების ჩამოტოვება მოვახერხე“, - ყვება 20 წლის ბრიტანელი.

ნორისი დასძენს, რომ „მაკლარენმა“ გასული სეზონის ავსტრალიის რბოლის შემდეგ, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ამით საკუთარი პოტენციალი გამოავლინა: „მიხარია არამხოლოდ ჩემი მიღწევის, არამედ გუნდის გამოც. ეს ჩემი მეორე რბოლაა და მეექვსე ადგილი კარგი შედეგია. სამწუხარო ისაა, რომ კარლოსს (საინსს) ბორბალი დაუზიანდა. არადა ის მთელი უქმეების განმავლობაში სწრაფი იყო და ჩვენ ორივეს შეგვეძლო ქულების აღება. პირველ წრეზე კონტაქტი მქონდა და პოზიციები დავკარგე. ამიტომ მეგონა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მე-14 პოზიციიდან წინ წაწევა მართლაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ამან გვიჩვენა, რომ კარგი პოტენციალი გვაქვს“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117068