ფეხბურთი

22:50 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" სარეკორდო შემოსავალი

ლონდონის "ტოტენჰემმა" გასულ სეზონში მოგების სახით 113 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააფიქსირა, რაც ფეხბურთში მსოფლიოს რეკორდია. აღნიშნული მოგება კლუბს გადასახადების და ახალ სტადიონზე გაწეული ხარჯების გარეშე დარჩა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. "მამლებმა" "ლივერპულის" სარეკორდო შედეგი (მოგება 106 მილიონი) გააუმჯობესეს.

გასულ სეზონში "ტოტენჰემის" შემოსავალი 310-დან 380 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი ფეხბურთელების გაყიდვა, "უემბლიზე" თამაში და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა იყო. კლუბმა ახალ სტადიონზე დაახლოებით 1 მილიარდი დახარჯა, თუმცა ხარჯების უმეტესი ნაწილი სესხით დაიფარა. "უემბლიზე" თამაშის პერიოდში კლუბის შემოსავალი თითოეულ მატჩზე 19-დან 42.6 მილიონამდე გაიზარდა.

გასულ სეზონში ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელების ხელფასებში 147 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, რაც მაგალითად "არსენალის" იდენტურ გასავალზე (240) დაახლოებით 100 მილიონით ნაკლებია, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელფასზე გაწეული ხარჯების ნახევარია. ასევე, კლუბმა ტრანსფერებში 116 მილიონი დახარჯა, ამ პერიოდში "მამლებმა" ლუკას მოურა და სერჟი ორიე პსჟ-დან დაიმატეს. საპირისპიროდ კი კლუბმა გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 84 მილიონი გამოიმუშავა, რომლის ნახევარიც კაილი უოლკერის "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის დროს მიიღეს.

თეგებიტოტენჰემი
0.109597