ფეხბურთი

22:00 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავა პოლონეთის ჩემპიონატის სიმბოლურში

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ზაგლებიეს" ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა მოხვდა. ჩვენებურის თამაში პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურად ვებგვერდმა გამოარჩია.

გაბედავა პირველად მოხვდა ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში. შეგახსენებთ, რომ "ზაგლებიემ" ბოლო ტურში კრაკოვის "ვისლა" 4:3 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა ეფექტური დარტყმით გოლის გატანა მოახერხა.

0.113007