ფეხბურთი

23:15 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

როდრი შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" საყრდენი ნახევარმცველი როდრიგო ერნანდეს კასკანტე, იგივე როდრი, შესაძლოა ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში" გადავიდეს.

როგორც Daily Mail-ი იუწყება, "ქალაქელებმა" ფეხბურთელი პოტენციური სამიზნეების სიაში შეიყვანეს და ზაფხულში შესაძლოა ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ. ასევე ცნობილი ხდება, რომ "ატლეტიკო" ფეხბურთელს 60 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ დათმობს.

როდრი "როხიბლანკოსს" გასული წლის ზაფხულში "ვილიარეალიდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში საყრდენმა 39 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი 23 მარტს ჰქონდა და გასულ თვეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129057