ფეხბურთი

23:42 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ესპანელი ფეხბურთელით დაინტერესდა

ლონდონის "ტოტენჰემი" "ბეტისის" ცენტრალური ნახევარმცველით ვიქტორ კამარასათი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. ესპანელი ფეხბურთელი ამჟამად იჯარის წესით "კარდიფში" თამაშობს.

კამარასას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგია და "მამლები" ზაფხულში ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან. ვიქტორმა პრემიერლიგაში უკვე ჩაატარა 27 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104493