ფეხბურთი

20:20 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2: "შევარდენი 1906"-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტური დღეს სამი შეხვედრით დასრულდა. „შევარდენი 1906“-მა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, ხოლო „სამტრედია“ და „თელავი“ წაუგებელ სერიას აგრძელებენ.

„თელავმა“ მიჯრით სამი ფრის შემდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. კახელებმა ფოთში „კოლხეთი“ გაანადგურეს და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილისკენ აინაცვლეს.

„სამტრედიამ“ ზედიზედ ორი ფრის შემდეგ შინ „ცხინვალს“ უმასპინძლა და ანატოლი მესიაჩენკოს ერთადერთი გოლით დაამარცხა. იმერული გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ თბილისის „მერანს“ ერთი ქულით ჩამორჩება.

„შევარდენი 1906“-მა კი „გაგრა“ სტუმრად ასევე 1:0 დაამარცხა და მეხუთე პოზიციაზე აღზევდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეექვსე ტურის მატჩები ორშაბათს, 8 აპრილს გაიმართება.

„სამტრედია“ – „ცხინვალი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მესიაჩენკო (56)

„კოლხეთი“ – „თელავი“ 0:5 (0:1)

გოლები: 0:1 კაკიაშვილი (41), 0:2 კოშკაძე (50), 0:3 კოშკაძე (58), 0:2 კვასოვი (67), 0:5 პუდი (76)

„გაგრა“ – „შევარდენი 1906“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ივანიაძე (69)

Loading...
0.130485