სხვა

19:56 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის შემფასებელი კომისია 2026 წლის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ იტალიის შანსებს აფასებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შემფასებელი კომისია მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მუშაობას შეუდგა. იტალიის ქალაქებს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობისთვის IOC-ში ერთობლივი განაცხადი აქვთ წარდგენილი.

IOC-ის წარმომადგენლები 2026 წლის კანდიდატ ქალაქებში შეჯიბრებების ჩატარების შესაძლო ადგილებს სტუმრობენ, ასევე საორგანიზაციო კომიტეტთან და ადგილობრივ ხელისუფლებთან „დღის წესრიგი 2020"-ის საკითხებს განიხილავენ.

„დღის წესრიგი 2020" არის პროგრამა, რომელიც ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველ ქალაქებს ხარჯების შემცირებაში ეხმარება. პირველ რიგში, ეს ხდება შესაძლებელი უკვე არსებული და დროებითი სპორტული ობიექტების გამოყენების ხარჯზე.

იტალიამ ოლიმპიურ თამაშებს ბოლოს 2006 წელს ტურინში უმასპინძლა.

IOC-ის შემფასებელი კომისია უკვე სტუმრობდა 2026 წლის თამაშების მოსურნე სტოკჰოლმს.

2026 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის ვინაობა ცნობილი გახდება 24 ივნისს, ლოზანაში, IOC-ის 134-ე სესიაზე.

www.geonoc.org.ge

0.114259