ფეხბურთი

16:40 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ მარიო მანჯუკიჩს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ხორვატი თავდამსხმელი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ხოლო ძველი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსმა“ 2015 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეიძინა. მას შემდეგ ბალკანელმა შავ-თეთრი მაისურით 159 თამაში ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121805