ისტორია

9:46 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

4 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1938 - დაიბადა ჯანო ბაგრატიონი. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). საკავშირო პირველობის სამგზის ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ბრინჯაოს (1963) მედლების მფლობელი. სპორტის საპატიო ოსტატი. 1969-73 წლებში წვრთნიდა “ბურევესტნიკს”. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური კულტურის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-2004). ჯანო ბაგრატიონი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1909 - ბრაზილიის ქალაქ პორტუ-ალეგრიში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ინტერნასიონალი”. გუნდმა 2006 წელს მოიპოვა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის წოდება და ლიბერტადორესის თასი. 1975, 1976, 1979 წლებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 38-ჯერ მოიპოვა რიო გრანდე დუ სულის შტატის პირველობა. “ინტერნასიონალი” თამაშობს “ბეირა რიოს” სტადიონზე, რომელიც 58 306 მაყურებელს იტევს.

1968 - ათენში, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი აუდიტორია დაესწრო. ადგილობრივი აეკ-ისა და პრაღის “სლავიას” მატჩს ტრიბუნებიდან თვალი 80 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა.

1977 - პრიმერა დივიზიონის “ვალენსიას” პარაგვაელმა ფორვარდმა კარლოს დიარტემ “ელჩეს” კარში გოლი მატჩის მეათე წამზე გაიტანა. ეს მაჩვენებელი 2008 წლის 8 იანვარს “ვალიადოლიდის” თავდამსხმელმა ხოსება ლორენტემ გააუმჯობესა, რომელმაც ბარსელონის “ესპანიოლს” მსაჯის სასტარტო ნიშნიდან 7.3 წამში გაუტანა.

1986 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე უეინ გრეცკიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. გოლს პლუს პასის სისტემით, მან 213 ქულა დააგროვა.

1986 - კარიმ აბდულ ჯაბარმა “სიეტლ სუპერსონიკსის” მაისურით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

1988 - ედი ჰილი პირველი ავტომრბოლი გახდა, რომელმაც ერთი მილი 5 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

1997 - კანადის ონტარიოს შტატის ქალაქ უინძორში ბილიარდის სახეობა პულში ასპარეზობისას, დეივ პირსონმა თხუთმეტივე ბურთი ბადეში 26,5 წამში მოათავსა.

1999 - ლივერპულური საფეხბურთო დერბის მსვლელობისას, “ლივერპულის” ფორვარდმა, რობი ფაულერმა “ევერტონის” კარში პენალტის გატანის შემდეგ, “გუდისონ პარკის” ტრიბუნებზე მსხდომ გულშემატკივრებს უხამსი ჟესტი უჩვენა, რისთვისაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და ჯარიმის სახით 32 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა.

2006 - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, კახა კალაძის “მილანმა” ფრანგულ “ლიონს” მოუგო (3:1) და ნახევარფინალში ასპარეზობის საგზური მოიპოვა.

2006 - ფეხბურთის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, დიეგო მარადონამ კონტრაქტი გააფორმა ტელეკომპანია Telefe-სთან, რომლის თანახმადაც იგი 2006 წლის მუნდიალზე მატჩების კომენტატორი უნდა ყოფილიყო.

2006 - სამხრეთ აფრიკაში გამართულ მორაგბეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, საქართველოს 19-წლამდე ასაკის ნაკრებმა კორეელ თანატოლებს სძლია (57:3).

2007 - ბელფასტში გამართულ 19-წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოსნაკრებმა B დივიზიონის პირველ ტურში, რუმინელი თანატოლები დაამარცხა (28:0).

2008 - დიდმა ბრიტანელმა წყალში მყინთავმა უილიამ თრუბრიჯმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან წყლის ქვეშ 84 მეტრის სიღრმეზე 3 წუთი და 20 წამი გაძლო.

2010 - ფორმულა1-ის მალაიზიის გრან-პრი გერმანელმა სებასტიან ფეტელმა (“რედ ბული-რენო”) მოიგო. მეორეზე ამავე საჯინიბოს ავსტრალიელი მრბოლელი მარკ ვებერი გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1882 - ჰაროლდ ჰარდმანი. ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 156 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. 1906 წელს მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1908 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1915 - ამედეო ბიავატი. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1938 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ტურნირის მსვლელობისას გაიტანა 3 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ბოლონიაში” და ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

1918 - მარგარეტ დიუპონი (მარგარეტ ოსბორნ დიუპონი). ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი. ერთნაირი სიძლიერით გამოდიოდა ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში. იყო არაერთი პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული.

1922 - ჟუან ბიგოდე. 1940-50-იან წლებში “ფლუმინენსეს” ნახევარმცველი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 396 მატჩი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 1950 წლის ვიცე-ჩემპიონი და 1949 წლის სამხრეთ ამერიკის პირველობის გამარჯვებული.

1925 - დიტმარ კრამერი. იყო მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი. მისი დამრიგებლობით ბავარიელებმა ორჯერ ჩემპიონთა (1975, 1976) და საკონტინენტთაშორისო თასი (1976) მოიგეს.

1938 - ჯანო ბაგრატიონი. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). საკავშირო პირველობის სამგზისვერცხლის (1965, 1966, 1967) და ბრინჯაოს (1963) მედლების მფლობელი. სპორტის საპატიო ოსტატი. 1969-73 წლებში წვრთნიდაბურევესტნიკს”. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკურიკულტურის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტისდეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნულიოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (1996-2004). ჯანო ბაგრატიონი ვახტანგ გორგასლის მეორეხარისხის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერია.

1949 - რომან მარსაგიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე. (74 კგ). ევროპის 1972 წლის პირველობისვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის 1971 წლის ვიცე-ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ხალხთა მეხუთესპარტაკიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გერმანიის (1974), მონღოლეთის (1977) და პოლონეთის(1975, 1977) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტისოსტატი.

1952 - როზმარი აკერმანი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის ჩემპიონი. როზმარი აკერმანი პირველი მძლეოსანი ქალია, რომელიც 2 მეტრზე გადებულ თამასას გადაახტა. ეს 1977 წლის 26 აგვისტოს ბერლინში მოხდა. მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1955 - ლევან მელიქია. თბილისისდინამოსადა ქუთაისისტორპედოსმცველი. ორივე გუნდისშემადგენლობაში ნათამაშები აქვს საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის მატჩებში.

1964 - ბრანკო. 1970-80-იან წლებში ბრაზილიის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი (1989). Mონაწილეობდა 1986 და 1990 წლების მუნდიალებზე. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 72 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. საკლუბო დონეზე მოპოვებული აქვს ბრაზილიისა და პორტუგალიის ჩემპიონობა.

1969 - პიერლუიჯი კაზირაგი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, ტურინის “იუვენტუსის,” რომის “ლაციოსა” და ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი. 1990 და 1993 წლებში მოგებული აქვს UEFA-ს, ხოლო 1990 და 1998 წლებში, იტალიის თასები. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 44 მატჩი, გაიტანა 13 გოლი.

1973 - სვენ ვერმანტი. ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “მეხელენის,” გელზერკირხენის “შალკესა” და “ბრიუგეს” ფეხბურთელი. ბელგიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 18 შეხვედრა. 2002 წლის მსოფლიოს პირველობის მონაწილე.

1973 - პეტერ ჰოექსტრა. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, პსვ-სა და ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელი.

1976 - ემერსონი (ემეროსონ ფერეირა დე როსა). ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “გრემიოს,” ლევერკუზენის “ბაიერის,” “რომას”, ტურინის “იუვენტუსის”, მადრიდის “რეალის”, “მილანის” და “სანტონის” ფეხბურთელი. 2001 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის სუპერთასი (“რომას” შემადგენლობაში). “გრემიოს” რიგებში გამოსვლისას მოგებული აქვს ბრაზილიის ჩემპიონობა და ლიბერტადორესის თასი. ბრაზილიის თასის ორგზის მფლობელი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიელთა კაპიტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საწვრთნელ მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და კაპიტნის სამკლავური კაფუს გადაულოცა. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 6 გოლი.

1979 - მაქსიმ ოპალევი. რუსი ნიჩბოსანი. ბაიდარებითა და კანოეთი ასპარეზობისას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1983 - ბენ გორდონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჩიკაგო ბულზის” მსროლელი (189 სმ).

1985 - რუდოლფო ფერნანდესი. ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მსროლელი (198 სმ). ევროპის 2011 წლის ჩემპიონი. ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (2007).

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1963 - ენდზიონ ბარელი. ამერიკელი მოკრივე. გარდაიცვალა 18 წლის ასაკში, მოგებული ორთაბრძოლიდან 2 დღის შემდეგ.

0.113463