ფეხბურთი

9:49 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: „მჯერა, რომ „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონი საუკეთესოა მსოფლიოში“

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრემიერლიგის 31 ტურის გადმოტანილ მატჩში „კრისტალ პალასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია ახალი სტადიონით.

„განსაკუთრებული საღამო იყო. „ტოტენჰემმა“ ახალ სტადიონზე პირველად ითამაშა და გაიმარჯვა. ვფიქრობ, ის საუკეთესოა მსოფლიოში. გამარჯვებას დანიელ ლევის ვუძღვნით (კლუბის მფლობელია). დიდებულებას შევეხეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და პრიზები მოვიგოთ. კლუბის ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო.“ - უთხრა პოჩეტინომ Sky Sports-ს.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116268