ფეხბურთი

9:04 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ“

ესპანური პრიმერას 30-ე ტურში „ვალენსიასთან“ მარცხის შემდეგ (1:2), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავის ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი აქვს.

„პირველი 30 წუთი კარგად ვთამაშობდით. თუმცა გუნდს თავდაჯერება აკლდა. ჩემს ფეხბურთელებს ვერაფერს ვუსაყვედურებ. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ. კარგ გუნდთან დავმარცხდით. თუმცა, წაგება ყოველთვის საწყენია.

ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.“ - უთხრა ზიდანმა El Chiringuito-ს.

30 ტურის შემდეგ, 57 ქულით, „რეალი“ ცხრილში მესამე დგილზეა.

Loading...
სტატისტიკა
0.455795