ავტოსპორტი

3:21 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელის მანქანას წინა ფრთა უკანა ბორბლების ვიბრაციამ დაუზიანა

ბაჰრეინის რბოლის შემდეგ, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მის მანქანაზე წინა ფრთის დაზიანება, უკანა ბორბლის ვიბრაციამ გამოიწვია. ბორბალი კი მაშინ დაზიანდა, როცა ლუის ჰამილტონთან ბრძოლისას, ფეტელი დატრიალდა.

ფეტელს ჰამილტონთან ბრძოლა მეორე ადგილისთვის ჰქონდა. ბრიტანელმა მეტოქეს მეოთხე მოსახვევში გაასწრო და ფეტელი მაშინ შეცდა, როცა კონტრშეტევას ცდილობდა. მან გზის გაგრძელება შეძლო, თუმცა მე-10 და მე-11 მოსახვევებს შორის არსებულ სწორზე, ვიბრაცია უკანა მარცხენა ბორბალს ვიბრაცია დაეწყო.

ამ დროს ფეტელის სიახლოვეს, წრეზე ჩამორჩენელიჯორჯ რასელი მოძრაობდა, მაგრამ „ფერარისა“ და რასელის „უილიამსს“ შორის შეჯახება არ მომხდარა. რასელმა, როგორც კი ფეტელის მანქანისგან ასხლეტილი ნაპერწკლები შეამჩნია, მაშინვე თავისი მანქანა მარცხნივ მიმართა.

„შეცდომა დავუშვი და დავტრიალდი. არ მეგონა, თუ ამ დროს რამე დაზიანდებოდა, მაგრამ თანდათან აშკარა გახდა, რომ უკანა მარცხენა ბორბალი განშრევებას იწყებდა. ამან ძლიერი ვიბრაცია გამოიწვია. საბოლოოდ, ამას წინა ფრთის დაზიანება მოჰყვა“, - ჰყვება ფეტელი.

„პირელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა საბურავის განშრევების ფაქტი და დაამატა, რომ ყველაფერი მაღალ სიჩქარეზე დატრიალებას მოჰყვა, რა დროსაც საბურავმა ჩვეულებრივზე ბევრად მეტი დატვირთვა მიიღო. იმავდროულად, მის დაზიანებას ხელი სახირის ტრეკის აბრაზიულმა ასფალტმაც შეუწყო. ფრთის მოტეხვის შედეგად, წინა მარჯვენა ბორბალიც დაზიანდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11754