სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:01 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დანებდა - "იუვენტუსმა" ჩემპიონობა შესაძლოა მომავალ ტურში გაიფორმოს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს XXX ტური გრძელდება და საჩემპიონო ინტრიგა, რომელიც ისედაც არ არსებობდა, კიდევ უფრო გაქრა. რატომ? „ნაპოლი“ დამარცხდა.

კარლო ანჩელოტის გუნდი „ემპოლის“ ესტუმრა, რომელიც გადარჩენისთვის გააფრთებით იბრძვის და ვერაფერი მოუხერხა. ნამატჩევს „პაპა კარლომ“ აღიარა, რომ მისმა გუნდმა მარცხი დაიმსახურა და ალოგიკური არაფერი მომხდარა. ამასობაში, „ნაპოლის“ „იუვეს“ 18 ქულით ჩამორჩა და უკვე დამდეგ ტურში, სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, შეიძლება ტურინული გრანდი ოფიციალურად გახდეს ჩემპიონი. ეს, იმ შემთხვევაში თუ თავად მოიგებს, ხოლო კონკურენტი დამარცხდება. ასეც რომ არ მოხდეს, შორს ნამდვილად არაა ის დღე, როდესაც ყველაფერს წერტილი დაესმება. მოკლედ, „ნაპოლის“ შეუძლია მთელი ყურადღება ევროპა ლიგაზე გადაიტანოს, სანამ გვიანი არაა. „ემპოლიმ“ კი გასავარდნ ზონას ამ გამარჯვებით თავი დააღწია. არ უთამაშია ლევან მჭედლიძეს, რომელიც განაცხადში არ იმყოფებოდა.

56 დღიანი პაუზის შემდეგ „ინტერს“ მაურო იკარდი დაუბრუნდა. თუმცა ფანებს ეს სულაც არ მოსწონებიათ და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა გოლი გაიტანა, კურვას წარმომადგენლებმა არ აღნიშეს. ისე კი, გენუაში „ნერაძურიმ“ ძალიან ადვიად მოიგო და „მილანთან“ უპირატესობა გაზარდა. დუბლით გამოირჩა რობერტო გალიარდინი, ერთიც ივან პერიშიჩმა გაიტანა.

„რომას“ კრიზისული პერიოდის დასასრული არ ჩანს. კლაუდიო რანიერის გუნდი ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შინ ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა. და მაინც, ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია „ჯალოროსისთვის“, რომელსაც „მილანთან“ ჩამორჩენის შემცირების შანსი გაანიავა.

ვერ ივარგა მეორე რომაულმა გუნდმა, „ლაციომაც“. სიმონე ინძაგის გუნდიც იბრძვის ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად და ფერარაში „სპალთან“ უქულოდ დარჩა. არადა, „ლაციალეს“ გამარჯვების შემთხვევაში „მილანთან“ მაქსიმალურად ახლოს მისვლის შესაძლებლობა ჰქონდა.

სამაგიეროდ, ევროპა ლიგის ზონში შეაღწია „ტორინომ“, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს. ვალტერ მაძარის გუნდმა ანდრეა ბელოტის დუბლით ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „სამპდორია“ დაამარცხა. მადა ჭამაში მოდისო და „ტორინოს“ ოთხეულში შესვლის შანსიც აქვს და რატომაც არა? ცდა ბედის მონახევრეაო...

„ფროზინონემ“ „პარმა“ დაამარცხა და ოქროს სამი ქულა მოიპოვა. თუმცა, ამ გუნდის ვითარება მაინც მძიმეა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ელიტიდან არ გავარდეს.

„ემპოლი“ – „ნაპოლი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფარიასი (28), 1:1 ზიელინსკი (44), 2:1 დი ლორენცო (53)

„ფროზინონე“ – „პარმა“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 პინამონტი (13), 1:1 ბარილა (18), 2:1 ვალძანია (45), 2:2 ჩერავოლო (58, პენ), 3:2 ჩიოფანი (90, პენ)

„ჯენოა“ – „ინტერი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 გალიარდინი (15), 0:2 იკარდი (40, პენ), 0:3 პერიშიჩ (54), 0:4 გალიარდინი (81)

„რომა“ – „ფიორენტინა“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 პეცელა (12), 1:1 ძანიოლო (14), 1:2 ჟერსონი (51), 2:2 პეროტი (57)

„სპალი“ – „ლაციო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პეტანია (89, პენ)

„ტორინო“ – „სამპდორია“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბელოტი (34), 2:0 ბელოტი (45), 2:1 გაბიადინი (84)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113811
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X