სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:25 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" შანსი გამოიყენა და ლიდერობა განიმტკიცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური დასრულდა. დასრულდა თბილისში, სადაც ერთპიროვნულმა ლიდერმა „საბურთალომ“ უახლოესი მდვერების („დინამო თბილისი“, „ტორპედო“, „დინამო ბათუმი“) წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა კარგად იცოდა, რომ კონკურენტებმა ამ ტურში მხოლოდ თითო ქულა მოიპოვეს და შესაბამისად, უპირატესობის გაზრდის ჩინებული შანსი ჰქონდა, რომელიც გამოიყენა. „საბურთალოს“ მეტოქე გორის „დილა“ იყო, რომლისთვის სეზონი კარგად არ დაწყებულა და ბუნებრივია, ქულების მასაც ჰაერივით სჭირდებოდა.

მოქმედი ჩემპიონი მალევე დაწინაურდა. მე-7 წუთზე სტუმართა დაცვის ხაზი ჩავარდა, ნიკოლოზ მალის პასის შემდეგ ლაშა შიდაგორიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გადასარევ ფორმაში მყოფმა შემტევმა შანსი გამოიყენა - 1:0 „საბურთალომ“ უპირატესობა მეორე ტაიმში გაზარდა. ასისტენტობა ამჯერადაც მალიმ შეითავსა, თუმცა, გოლში გაცილებით დიდი წვლილი მისმა ავტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა შეიტანა. ვეტერანმა ფორვარდმა საჯარიმო მისადგომებიდა დიდებულად დაარტყა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

„დილამ“ გაიბრძოლა, რაც ნუგზარ სპანდერაშვილის გოლშიც აისახა, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა. შედეგად, „საბურთალომ“ 15 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევართა ტრიოს 5 ქულით უსწრებს. „დილა“ კი მძიმე დღეშია, 5 ქულა აქვს და მხოლოდ „რუსთავს“ აღემატება სატურნირო ცხრილში.

თავის მხრივ, „რუსთავი“ ამ დრომდე ერთადერთი გუნდია, რომელიც მოუგებლად თამაშობს. ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ქულით მოუწია გულის ჯერება. ჯაბა უგულავამ მცველების უყურადღებო თამაშის შემდეგ სტუმრები მალევე დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს თემურ ჩოგაძის ლამაზი გოლით უპასუხეს. მეორე ნახევარში ანგარიში არ შეცვლილადა წესით, ქულით „სიონი“ უფრო კმაყოფილი უნდა იყოს, რომლისთვისაც სეზონი ნორმალურად დაიწყო. აი, „რუსთავის“ მდგომარეობა მძიმეა - 3 ქულა და ბოლო ადგილი.

„რუსთავი“ – „სიონი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 უგულავა (6), 1:1 ჩოგაძე (39)

„საბურთალო“ – „დილა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 შიდაგორიძე (7), 2:0 დვალიშვილი (65), 2:1 სპანდერაშვილი (72)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112896
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X