ფეხბურთი

3:15 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" სკუდეტოს უახლოვდება, "მილანი" ოთხეულს შორდება

იტალიის სერია A-ს XXX ტური ორი მატჩით დაიწყო, „იუვენტუსმა“ სარდინიაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა, „მილანმა“ მორიგი ქულები დაკარგა.

ჯერ ტურინელებზე ვთქვათ - „იუვე“ კუნძულზე უდიდესი დანაკლისით ჩავიდა. ტრავმების გამო მასიმილიანო ალეგრის გუნდს მთელი რიგი მოთამაშეები, მათ შორის რონალდუ, დიბალა და მანჯუკიჩი აკლდა. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ „კალიარისთან“ ძალზე დამაჯერებელი თამაში აჩვენა და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლეონარდო ბონუჩიმ პირველ ტაიმში, ხოლო მატჩის მიწურულს მოიზე კინმა ყველაფერი ნათელი გახადეს. 19 წლის კინმა ისევ გაიტანა და გოლი პროვოკაციულად აღნიშნა. ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ადგილობრივი პუბლიკის რასისტული შესახილების ადრესატი გახდა. „იუვენტუსმა“ ამასობაში 81 ქულა დააგროვა და ყველაფერი ფორმალობადაა ქცეული, მხოლოდ დროის საკითხი როდის გაოფიციალურდება ზედიზედ მერვე ჩემპიონობა.

სანამ „იუვე“ სკუდეტოსკენ მიიწევს, იქამდე „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას ნელ-ნელა შორდება. ჯენარო გატუზოს გუნდი აშკარად კრიზისშია და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ფორმიდან ამოვარდა. „როსონერიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ოქროს ფასი 2 ქულა ქარს გაატანა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლები კშიშტოფ პიონტეკის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ 65-ე წუთზე უდინელთა უსწრაფესი და უზუსტესი კონტრშეტევა გამოეაპარათ და კევინ ლასანიამ გაათანაბრა. დარჩენილ დროში „მილანმა“ მეორედ ვერ მოახერხა იგორ ტუდორის გუნდის კარის აღება და მატჩიც ფრედ დასრულდა. ლომბარდიული გრანდი ისევ მეოთხე პოზიციაზეა, მაგრამ კონკურენტები ძალიან ახლოს ჰყავს და წინ მძიმე 8 ტური ელოდება. მომდევნო შეხვედრას კი „მილანი“ ტურინში, „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

„მილანი“ – „უდინეზე“ 1:1 (1:0)

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-3-1-2): დონარუმა (რეინა 12); აბატე (კალაბრია 68), მუსაკიო, რომანიოლი, ლაქსალტი; ბაკაიოკო, ბილია, ჩალჰანოღლუ; პაკეტა (კასტილიეხო 41)); პიონტეკი, კუტრონე

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„უდინეზე“ (3-5-2): მუსო; დე მაიო, ოპუკუ, სამირი (ველმოტი 46), ტერ ავესტი (ოკაკა 55), ფოფანა, ბეჰრამი (მანდრაგორა 76), დე პაული, ზეგელაარი; ლასანია, პუსეტო

მწვრთნელი: იგორ ტუდორი

გოლები: 1:0 პიონტეკი (44), 1:1 ლასანია (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (9) – 7 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

„კალიარი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)

კალიარი, „სარდინია არენა“

„კალიარი“ (4-3-1-2): კრანიო; სრნა, ჩეპიტელი, პისაჩენე, ლიკოიანისი; იონიცა (ბირსა 68), ჩიგარინი, ფარაგო (პადოინი 76); ბარელა; ჟოაო პედრო (ჩერი 76), პავოლეტი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

„იუვენტუსი“ (3-5-2): შჩესნი; კასერესი (ბენტანკური 62), ბონუჩი, კიელინი; დე შილიო, ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი, ალექს სანდრო; ბერნარდესკი, კინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბონუჩი (22), 0:2 კინი (85)

გაფრთხილება: ჟოაო პედრო (34), ლიკოიანისი (39), სრნა (85) - კინი (22), ბერნარდესკი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 11 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
0.383792