ავტოსპორტი

0:43 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერმა „ფერარის“ მითითება არ შეასრულა

ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის დასაწყისში, შარლ ლეკლერმა „ფერარისგან“ რადიოთი მითითება მიიღო, რომ სებასტიან ფეტელისთვის არ გაესწრო. თუმცა მან ეს მითითება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

მეხუთე წრეზე, ლეკლერი თანგუნდლს დაეწია და მეხუთე მოსახვევთან მიახლოებისას, ლეკლერმა თავის სარბოლო ინჟინერს რადიოთი უთხრა - „ბიჭებო, მე უფრო სწრაფი ვარ“, მაგრამ ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. მე-10 მოსახვევთან მიახლოებისას, ლეკლერს უთხრეს: „დარჩი მანდ ორი წრე, დარჩი მანდ ორი წრე“. მაგრამ მომდევნო წრის პირველივე მოსახვევში, ლეკლერმა ფეტელს გარე რადიუსით გაასწრო.

ლეკლერმა რბოლის შემდეგ განმარტა, თუ როგორ გაიგო გუნდის შეტყობინება: „ჩემს ნათქვამზე მივიღე პასუხი - ოკ, დარჩი ისე როგორც ხარ ორი წრე. მაგრამ მომდევნო წრეზე გასწრების შანსი გაჩნდა და მე ის გამოვიყენე“. ლეკლერმა გუნდისგან მსგავსი მითითება ავსტრალიის დდ პრიზის რბოლის მიწურულსაც მიიღო და მაშინ მან ის შეასრულა.

ლეკლერი ამბობს, რომ რბოლის დაწყებამდე, გუნდმა ორივე პილოტი გააფრთხილა, რომ ერთმანეთთან უფრო ყურადღებით ყოფილიყვნენ, ვიდრე სხვებთან ბრძოლისას: „ყოველთვის რთული სიტუაცია იქმნება, როცა თანაგუნდელს ებრძვი, რადგან რისკი ძალიან მაღალია. ყველა გუნდში ამბობენ - კარგი, სხვებთან სხვადასხვა რამ შეიძლება სცადოთ, მაგრამ საკუთარ თანაგუნდელთან სიფრთხილეს გთხოვთ. ეს ნორმალურია. მაგრამ მეხუთე წრეზე შესაძლებლობა მომეცა და უყოყმანოდ გამოვიყენე. გამიხარდა, რომ ცუდი სტარტის შემდეგ, პირველ ცდაზე შევძელი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116348