ფეხბურთი

23:20 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალავიძე მშრალად, "ჩიხურა" - წაუგებლად

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვე ტური დღეს ორი მატჩით გაიხსნა. თავდაპირველად, „მიხეილ მესხი 2“-ზე თბილისის „ლოკომოტივი“ „ვიტ ჯორჯიას“ გაეჯიბრა და ორმატჩიანი წარუმატებელი შედეგის დავიწყება სურდა.

თავის მხრივ, „ვიტ ჯორჯიაც“ იგივე შედეგით შეხვდა ამ მატჩს და მოკლედ, გამარჯვება ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ბრძოლაში კი „ვიტელებს“ უფრო გაუმართლათ. 58-ე წუთზე კაკაშვილი საჯარიმოში წარმოქმნილ არეულობაში ყველაზე სწრაფად და უკეთ გაერკვა და ანგარიში გახსნა. ეს ერთადერთი გოლი გამოდგა და „ვიტ ჯორჯიამ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს 8 ქულა დაუგროვდა, ხოლო „ლოკოს“ ბოლო სამი თამაში წაგებული აქვს და 6 ქულით აუტსაიდერთა რიგებშია.

დღის მეორე შეხვედრა კი ბათუმში შედგა, სადაც „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და სამმატჩიანი მოგებების სერია დაასრულა. „ანგისაზე“ გამართულ შეხვედრაში გოლი არ გასულა. მიხეილ ალავიძემ მიჯრით მეოთხე თამაშია კარს მშრალად ინახავს. თავის მხრივ, „ჩიხურას“ უკვე ხუთი შეხვედრაა არ წაუგია (პირველი ტურის მერე), თუმცა სოსო ფრუიძის გუნდს გამარჯვების მოპოვებაც უჭირს. „დინამო ბათუმი“ 10 ქულით ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, ხოლო „ჩიხურა“ 7 ქულით მე-6 პოზიციას იკავეს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ გაიმართება. ტურის ცენტრალური თამაში სამტრედიაში, „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის შედგება.

„ლოკომოტივი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1 (0:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

„ლოკომოტივი“ (3-5-2): ბულისკერია; ძებნიაური, ჭანტურია, გურეშიძე; უბილავა, სამურკასოვი (ოზბეთელაშვილი 83), შონია, გვალია (არდაზიშვილი 65), კომახიძე (კობახიძე 75); სიხარულიძე, ჯიქია

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

„ვიტ ჯორჯია“ (3-5-2): შეროზია; გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი; საჯაია, კაკაშვილი, მოსიაშვილი (ვასაძე 46), მაისურაძე (ლაცაბიძე 67), კიკნაველიძე; ღუდუშაური, კურდღელაშვილი (მუსელიანი 61)

მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლი: 0:1 კაკაშვილი (58)

გაფრთხილება: გურეშიძე (39) - მაისურაძე (45), კიკნაველიძე (87), ღუდუშაური (90)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

„დინამო“ (ბთ) – „ჩიხურა“ 0:0 (0:0)

ბათუმი, „ანგისა“

„დინამო“ (4-2-3-1): ალავიძე; მელიავა, ადამაძე, გაგოშიძე, ჩალაძე; ტეიდი, მამუჩაშვილი; რამოსი, თევდორაძე (ჭანტურია 58), ჯანელიძე; საბანაძე (ჯოვინო 87)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ჩიხურა“ (4-3-3): ჰამზიჩი; კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია (ჩიტეიშვილი 23), ჩიკვაიძე; ჩიხლაძე (კამლაძე 64), მამასახლისი, სარდალიშვილი; დეკანოიძე (მეგრელიშვილი 84), მახარობლიძე, ლექვთაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: საბანაძე (8) - მამასახლისი (28), ჩიკვაიძე (55), ჩიხლაძე (63), კამლაძე (87)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

სტატისტიკა
0.244628