სხვა

22:13 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეგასის რევანში  

თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში ლიდერი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები დამარცხდა პეგასთან, 29-30. ქუთაისმა მოუგო თელავის იმედს, 35-32, სპორტუნმა - წყალტუბოს 33-26, გორმა - სამტრედიას 39-32.

ქუთაისი - იმედი-სტუ თელავი 35-32

ქუთაისსა და თელავის იმედს ამ სეზონში თითო მატჩი ჰქონდათ ერთმანეთისთვის მოგებული. პირველ ტაიმში ქუთაისი ორჯერ იყო წინ 3 ბურთით, მაგრამ იმედის მეკარე ცინცაძეს ტაიმის ბოლოსთვის 10 სეივი დაუგროვდა და თამაშიც გათანაბრდა - 16-16. მე-40 წუთისთვის ქუთაისმა 4 ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, 24-20. იმედს ძალიან ბევრი ბურთის დაკარგვა ჰქონდა (ჯამში 21), რისი წყალობითაც ქუთაისმა უპირატესობა შვიდამდე გაზარდა და საბოლოოდ 35-32 მოიგო. საუკეთესოები იყვნენ მეკარეები: იმედის ზურაბ ცინცაძე (20 მოგერიება) და კორნელი ანდრიაძე (18), ქუთაისელმა შალვა სტურუამ 13 გოლი გაიტანა, ხოლო ხაზეინ რუსტამოვმა გამთამაშებლის პოზიციაზე წარმატებულად შეცვალა ტრავმირებული უჩა გამზარდია - 6 გოლი, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 3 მოპოვებული შვიდმეტრიანი/ორწუთიანი. ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ იმედი რეგულარულ სეზონს მეოთხე ადგილზე დაასრულებს და ნახევარფინალში პირველ ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

სპორტუნი - წყალტუბო 33-26

ამ გუნდების წლევანდელ ურთიერთშეხვედრებშიც 1-1 იყო. მოგებით წყალტუბო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებდა, მაგრამ, თავიდან წინ სპორტუნი იყო, 8-3. ტაიმის მიწურულს ხელაძემ ზედიზედ გატანილი 3 გოლით უკვე წყალტუბო დააწინაურა, 12-11. პირველი ნახევარი ფრედ მორჩა, 13-13, მაგრამ შესვენების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტმა იოლად მოიპოვა უპირატესობა, 33-26 მოიგო, 9 ქულა დააგროვა მეექვსე ადგილი გაინაღდა.

პეგასი - BSB ბათუმი 30-29

ბათუმმა ამ ჩემპიონატში ორჯერ დაამარცხა პეგასი და ახლაც, მეკარე ტორონჯაძის 5 სეივის შემდეგ თავიდანვე დაწინაურდა 4-1. პეგასს არ ჰყავდა ძირითადი ხაზი გრიშიკაშვილი, თუმცა, ბათუმელებიც არ იყვნენ უძლიერესი შემდაგენლობით: აკლდათ დისკვალიფიცირებული ტალახაძე, არ უთამაშია მსხვილიძეს, დასაწყისშივე დაშავდა სიმონია. ამის მიუხედავად, 25-ე წუთზე ბათუმი 15-9 იგებდა და შესვენებაზეც წინ იყო - 17-13. მეორე ნახევარში პეგასმა დევნა წამოიწყო. ანგარიში პირველად 47-ე წუთზე გაათანაბრა ბაძაღუამ, ხოლო მალე კალანდაძემ, კუხალაშვილმა და ზარნაძემ წინაც გაიყვანეს თბილისელები - 28-25. გოგოლაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 27-28 და რჩებოდა წუთნახევარი, მაგრამ პეგასის კაპიტანმა ბაძაღუამ ბოლო დარტყმით გამარჯვება გაუნაღდა გუნდს, ბოლო შეტევაში კი შავი ზღვის ბიჭებმა სხვაობა შეამცირა. პეგასმა 30-29 მოიგო.

გორი - სამტრედია 39-32

დღის ბოლო მატჩში გორმა სეზონში მესამედაც დაამარცხა სამტრედია, 14 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი გაინაღდა.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში მორიგი 4 მატჩია.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, საერთო ტური. თბილისის სპორტის სასახლე. 2 აპრილი

სტატისტიკაში: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი (მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება)

ქუთაისი - იმედი-სტუ თელავი 35-32

ქუთ: ანდრიაძე 43/18, მაისურაძე 10/2, გულეიშვილი - სტურუა 23/13/4, რუსტამოვი12/6/5, მერკვილაძე 10/6, ხაჟომია 9/6/2, ჯ. იმნაძე 5/3, ბულბულაშვილი 4/1/1, ფერაძე 3/0/4, გამზარდია 0/0/1, კობახიძე, ჯუღელი, ლ. იმნაძე, ლომიძე

თელ: ცინცაძე 52/20, ხიდეშელი 7/4 - ყორიაული 19/8/7, ცისკარიშვილი 11/6/1, გოგალაძე 7/6/2, დოლმაზაშვილი 8/5/2, ბაინაზიშვილი 9/4/4, კორსანტია 4/2/1, დანელიშვილი 1/1, იობაშვილი 3/0/2, გავაშელიშვილი 2/0, ბერაძე, მჭედლური

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

სპორტუნი - წყალტუბო 33-26

სპ: ხარაიშვილი 43/17/3, კუპატაძე - ერისთავი 10/9/1, ჭელიძე 9/6/4, ჩიკვილაძე 8/5/1, ჩაკვეტაძე 6/4/1, თიგიშვილი 10/4/1, იობაშვილი 6/2/2, ზურაბიანი 4/1/1, ცხვარაშვილი 6/1/3/, აბაშიძე 1/1, გულდედავა 1/0, დელიბაშვილი

წყ: სილაგაძე 52/19/2 - ხელაძე 23/16/7, გველესიანი 10/7/3, ნ. ბაბუნაშვილი 2/2/5, დარსაველიძე 4/1/8, რ. ბაბუნაშვილი 4/0, ქაშიბაძე 2/0, მუკბანიანი, აფხაძე, კოვზირიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

პეგასი - BSB ბათუმი 30-29

პეგ: დიხამინჯია 45/16, გორგოძიანი, დგებუაძე - კალანდაძე 16/12/2, ზარნაძე 10/7/7, ჟვანია 6/4/1, კუხალაშვილი 8/3/3, ბაძაღუა 6/3/1, ნ. კოხრეიძე 2/1/1, გვაზავა, ჭანტურია 0/0/1, ქათამაძე, შუბითიძე, კობახიძე, პატაშური

ბათ: ტორონჯაძე 40/13, ხანდოლიშვილი 5/2, ვარშალომიძე - აბრამიშვილი 11/7/4, გოგოლაძე 7/6, ტიელიძე 14/5/1, გ. კოხრეიძე 6/4, წივწივაძე 3/2/1, თევზაძე 5/2/1, სურმავა 3/2/2, სიმონია 1/1, ბერძენიშვილი 0/0/2, სტოლბოვი, მჟავანაძე , მსხვილიძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი - ა. ნოვიკოვი (უკრ)

გორი - სამტრედია 39-32

სტატისტიკაში: დარტყმა/გოლი/დაკარგული ბურთი (მეკარეებისთვის: დარტყმა/მოგერიება)

გორ: ვათიაშვილი 52/20 - გაგლოშვილი 17/8/3, მჭედლიშვილი 14/8/2, დალაქიშვილი 14/8/1, ახალბედაშვილი 8/6, ზუბიაშვილი 6/5, ზოზიაშვილი 2/2/1, ტარუაშვილი 2/1, ხუბულური 1/1, ბ. ნიაზაშვილი

სამ: შველიძე 52/14, ფახურიძე 1/0 - ძნელაძე 13/7/5, ხელისუფალი 10/6/1, აფრიდონიძე 8/5/1, თევზაძე 7/4/2, ნადირაძე 5/4/2, ადამია 7/3/1, ხომერიკი 10/3/2, დიდია 1/0/1, ქავზინაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, მ. ჩიხლაძე, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---19--17---0---2---810-536--34

პეგასი----------19--16---0---3---761-561--32

ქუთაისი-------19--15---0---4---788-563--30

იმედი-სტუ----19--12---0---7---661-570--24

გორი-----------19---7---0---12--677-820--14

სპორტუნი-----19---4---1--14—619-811---9

წყალტუბო----19---2---1--16---469-711---5

სამტრედია----19---1---2--16---503-716---4

3 აპრილი

12:00 სპორტუნი - BSB ბათუმი

14:00 ქუთაისი - გორი

16:00 სამტრედია - იმედი-სტუ თელავი

18:00 პეგასი - წყალტუბო

4 აპრილი

12:00 სამტრედია - სპორტუნი

14:00 ქუთაისი - პეგასი

16:00 წყალტუბო - გორი

18:00 BSB ბათუმი - იმედი-სტუ თელავი

ფინალური ოთხეული. 22-23 მაისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174095