კალათბურთი

23:40 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

თასის მეოთხედფინალები: "მგზავრებმა" - "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა

დღე, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების 2 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ სერიაში მოლიდერე გუნდებს ნახევარფინალამდე 1 ნაბიჯი აკლდათ, გამარჯვება ვერც ერთმა მოიპოვა. შესაბამისად, ორივე სერიაში საერთო ანგარიში გათანაბრდა და ნახევარფინალისტებს მესამე, გადამწყვეტი მატჩები გამოავლენენ.

“მგზავრები”-“თსუ-ჰიუნდაისა” და “ტიტები”-“ოლიმპის” მატჩები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. თავიდანვე გეტყვით, რომ მოგების მოპოვება “მგზავრება” და “ოლიმპმა” მოახერხეს, რომლებიც მატჩის მსვლელობისას 16-18 ქულით აგებდნენ. ჩამორჩენილმა გუნდებმა შეძლეს მობილიზება და ბოლო, გადამწყვეტ წუთებზე გამარჯვებები მოიპოვეს, რითაც სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

“თსუ-ჰიუნდაისა” და “მგზავრებს” შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 96:92 დასრულდა. არადა, სტუდენტები შეხვედრას დამაჯერებლად იგებდნენ, პირველი ნახევარი სულაც 16 ქულის სხვაობით – 53:37 იმარჯვეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა, რასაც გუნდის ძირითადი გამთამაშებლის, მარკუს პოზლის ორი არასპორტული ჯარიმა და შესაბამისად, გაძევება მოჰყვა. “მგზავრებმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. მათგან საუკეთესო გუნდის კაპიტანი კახაბერ ჯინჭარაძე იყო, ვინც 29 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. სტუდენტებს 26 და 25 ქულით ჯეიმს მილიკენმა და რატკო პეტრიჩმა ულიდერეს.

მგზავრები – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 96:92

“ტიტებისა” და “ოლიმპის” მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი იყო. მესამე პერიოდის მიწურულს “ტიტებმა” 15-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, რაც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ “ოლიმპმა” ბოლომდე იბრძლა, გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენის გაბათილება შეძლო და ბოლო წუთზხე 7 ქულითაც დაწინაურდა. ბოლო პერიოდი ოლიმპელებმა 31:12 მოიგეს და მატჩიც სათავისო შედეგით – 80:73 დაასრულეს.

“ოლიმპში” 18 ქულით ზაკ ტილმენი გამოირჩა, მარკ ოგდენმა კი 17 ქულა მიითვალა. “ტიტებში”19 ქულა ჰქონდა ჟოელ ალმეიდას, ხოლო 18 – კაჰიმ რენსომს.

ამ წყვილებში მე-3, გადამწყვეტი მატჩების გამართვის თარიღი უახლოეს დროში დადგინდება.

ტიტები – ოლიმპი
სტატისტიკა: 73:80

www.gbf.ge

0.128153