ფეხბურთი

18:18 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ვარანის გარეშე "რეალი" არ წარმომიდგენია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი რაფაელ ვარანის გუნდიდან შესაძლო წასვლის საკითხს გამოეხმაურა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ვარანის გარეშე „რეალის“ წარმოდგენა არ შეუძლია.

„ვარანის გარეშე „რეალის“ წარმოდგენა არ შემიძლია და არავის უნდა, რომ გუნდიდან წავიდეს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ჩვენთან რვა წელია თამაშობს და ამას კარგად აკეთებს.

ბეილი? ჩვენ ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემთ, რომელიც გვყავს. ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, ამისთვის სეზონის დასრულების შემდეგ შესაფერისი მომენტი იქნება“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანის მომავალს ბოლო დროს ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116041