ფეხბურთი

17:43 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ფეხბურთელები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ კლუბის პრესსამსახურთა კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი თამაში, რადგან თანაბარი ქუელბი გვაქვს და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაცია ამ თამაშს ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ახლავს.

იყო მცირე ტრავმები, თუმცა ხვალინდელი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა. მოედანზე ისინი გავლენ, რომლებიც 100%-ით მზად იქნებიან.

დარწმუნებული ვარ ვისაც, „ტორპედო“ უყვარს სამტრედიაში ჩამოვლენ და ტრიბუნები გაივსება. ფეხბურთელები კი ბოლო წუთამდე გამარჯვებისთვის ყველაფერს გაიღებენ“, - თქვა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „დინამოს“ შეხვედრა 3 აპრილს, 16:00 საათზე სამტრედიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112656