ფეხბურთი

16:14 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ბაიერნი"? - რატომაც არა"

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო „ბაიერნში“ მის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია არ უარყო. „განსაკუთრებულის“ განცხადებით, გერმანიაში არასდროს უმუშავია და სწორედ ასეთ ქვეყანაში დასაქმება უნდა.

„გერმანია ის ქვეყანაა, სადაც აქამდე არასდროს მიმუშავია. შესაბამისად, რატომაც არა? ვნახოთ... მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მესამე გუნდთან ერთად მოვიგო და გარდა ამისა, მეხუთე ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოვიგო“, - აღნიშნა ჟოზემ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ჩემპიონთა ლიგა „პორტუსა“ და „ინტერთან“ ერთად მოუგია, ხოლო ინგლისის, ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის ჩემპიონატებიც აქვს მოგებული. შესაბამისად, „ბაიერნის“ ვარიანტი საკმაოდ რეალურ სახეს იღებს, რადგან პორტუგალიელის მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„რეკორდმაისტერს“ ნიკო კოვაჩი წვრთნის, მაგრამ დიდი ალბათობით, ხორვატს სეზონის ბოლოს გუნდიდან გაუშვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115723