ფეხბურთი

14:53 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ივან კნიაზევი - ზუგდიდელთა კიდევ ერთი ახალწვეული

მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურამდე, ზუგდიდელებმა კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინეს.

რუსი ლეგიონერი ივან კნიაზევი (1992 წ.), ამპლუით მცველია და იგი სხვადასხვა კლუბებში თამაშობდა - ყუბანის „კრასნოდარი“ (2011-12 წწ.), მოსკოვის „ტორპედო“ (2013-15 წწ.), ეკატერინბურგის „ურალი“ (2015-16 წწ.), ს.კ. „რიგა“, ლატვია (2016 წ.) და ბოლოს ს.კ. „ვალმიერა“, ლატვია (2018 წ).

კნიაზევმა ზუგდიდურ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. რუსი ლეგიონერის დებიუტი, შესაძლოა 3 აპრილს, ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ მატჩში შედგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11496