ფეხბურთი

12:53 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე: „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს“

„ლივერპულის“ სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრემიერლიგაში დარჩენილ ექვს შეხვედრაში ყველა უნდა მოიგონ. მაშინ, შესაძლოა, ტიტულსაც დაეუფლონ. ამჟამად მერსისაიდელები ლიდერები არიან და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით უსწრებენ, თუმცა „ქალაქელებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ვფიქრობ, ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს, რადგან ძალიან კარგი გუნდი გვყავს. „ტოტენჰემთან“ მთლად გამართულად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ, მობილიზება ცოტა ძნელია ხოლმე. მატჩამდე მხოლოდ ორჯერ ვივარჯიშეთ ერთად. მთავარია, გავიმარჯვეთ და მნიშვნელოვანი ეს არის. ახლა მეტი დრო გვექნება მოსამზადებლად.“ - უთხრა მანემ Mirror-ს.

0.116515