ფეხბურთი

2:19 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი ფეხბურთის თამაშს 44 წლამდე აპირებს!

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი უახლოეს ხანებში „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ESPN-ის ინფორმაციით, პარიზელები იტალიელ კიპერს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

შეთანხმების საფუძველზე ჯიჯი პსჟ-სთან ხელშეკრულებას 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანხმადაც კონტრაქტი ავტომატურად 1 წლით გახანგრძლივდება. საინტერესოა, რომ იტალიელის ხელფასი გაიზრდება, რასაც ბონუსებიც დაემატება, რომელიც მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

შედეგად, გამოდის, რომ ბუფონი ფეხბურთის თამაშს 2022 წლამდე აპირებს და იმ დროისთვის ჯიჯი 44 წლის იქნება.

მიმდინარე სეზონში 41 წლის კარის დარაჯმა პსჟ-ს ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 20 მატჩში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111245