ფეხბურთი

1:48 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საოცნებო დასაწყისი: ორი შესანიშნავი "პანენკა" სადებიუტო მატჩში (+VIDEO)

ამერიკულ MLS-ში საოცარი დებიუტი ჰქონდა ალეხანდრო პოსუელოს. 27 წლის ესპანელი ცოტა ხნის წინ ბელგიური „გენკიდან“ „ტორონტოში“ ჩაირიცხა და მისი დებიუტი ბოლო ტურში „ნიუ-იორკ სიტის“ წინააღმდეგ შედგა.

ეს მატჩი კანადელებმა ადვილად 4:0 მოიგეს, ხოლო პოსუელომ MLS-ის სამყარო აალაპარაკა. ესპანელმა ნახევარმცველმა 58-ე წუთზე პენალტი გაიტანა და დებიუტი გოლით აღნიშნა. აქ გამოსარჩევია, რომ დიდებულად დაარტყა, ე.წ „პანენკა“.

თუმცა, ეს კიდევ არაფერია იმასთან, რაც ზუსტად 20 წუთში გააკეთა. ისევ „პანენკა“, ოღონდ ამჯერად თამაშიდან! მეკარეს ჩინებულად გადაავლო ბურთი თავზე. საგულისხმოა, რომ ალეხანდრომ პირველი გოლი მარჯვენა, მეორე კი მარცხენა ფეხით გაიტანა.

აქვე შეგახსენებთ, პოსუელოს „გენკის“ გარდა, „რაიო ვალეკანოში“, „სუონსისა“ და სევილიის „ბეტისში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121955