ფეხბურთი

0:56 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერეზო: "გრიზმანის წასვლა გამორიცხულია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ ანტუან გრიზმანის შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა. „როხიბლანკოს“ ხელმძღვანელმა ფრანგი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

„ანტუანი გუნდიდან არ მიდის. ჩვენ გუნდს არ დატოვებს და „ბარსელონასთან“ კონტრაქტს არ გააფორმებს. დამდეგ ზაფხულს მისი გაყიდვის ვარიანტი არ არსებობს, გრიზმანი 1000%-ით რჩება, ამის თქმა დარწმუნებით შეიძლება“, - განაცხადა სერეზომ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს ესპანური მედი აქტიურად წერს, რომ გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლა გადაწყვიტა და მზადაა დაბალ ხელფასზეც დათანხმდეს. თავის მხრივ, „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი საპირისპირო ცნობას ავრცელებს და ყველაფერს ნათელი ზაფხულში მოეფინება.

0.11465