ფეხბურთი

21:07 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

2 აპრილს "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ოფიციალურად აიღებს სტარტს

"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია ფაბრიკას ღონისძიებების დარბაზში, 2 აპრილს,10:30 საათზე შედგება. სტუდენტებსა და პროგრამის ლექტორებს, ახალი კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჯიპას ოფიციალური პირები მიულოცავენ.

საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს. 2019 წელს სასწავლო კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ჩატარდება.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

www.gff.ge

0.119681