ფეხბურთი

20:40 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რთული იქნება, მაგრამ იმედია, კრიშტიანუ გამოჯანმრთელებას მოასწრებს"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ალეგრის განცხადებით, „იუვეს“ ტრავმირებულ ფეხბურთელთა სია გაიზარდა:

„იმედია კრიშტიანუ „აიაქსთან“ დაგვეხმარება. ეს რთული იქნება, მაგრამ გვჯერა, რადგან კარგად მუშაობს ყოველდღე. ფეხი ახლა გაცილებით უკეთ აქვს, ცხრა დღე კიდევ დარჩა ამსტერდამულ მატჩამდე და ეს დრო ყველაფერს გამოაჩენს. ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა კუთხით.

დუგლას კოშტა კარგ კონდიციებშია და „აიაქსთან“ მზად იქნება. ხედირა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ალბათ „მილანთან“ დაგვიბრუნდება. კუადრადოს 7-10 დღე სჭირდება დასაბუნებლად, ბარძალიც მუშაობს და სეზონის დასკვნით ნაწილში ხელმისაწვდომი იქნება. დიბალამ დღეს გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, იგივე ეხება მანჯუკიჩს, რომელსაც სიცხე აქვს და არ ვიცი ხვალ ითამაშებს თუ არა. ასევე ტრავმირებულები არიან პერინი და სპინაცოლა. მატიას ზურგის პრობლემა აქვს, ლეონარდოს კი მუხლის და 10-15 დღე ჩვენს განკარგულებაში არ იქნება“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „აიაქსს“ 10 აპრილს ჰოლანდიაში ესტუმრება, ხოლო იქამდე სერია A-ში „კალიარისა“ და „მილანს“ დაუპირისპირდება.

0.122645