ფეხბურთი

18:55 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტმა "ბარსელონა" აირჩია

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი ზაფხულში „ბარსელონაში“ გადავა. Telegraaf-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“ გადაბარგება გადაწყვიტა.

ტრანსფერის დეტალები უცნობია, მაგრამ მისი ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტის დამატება „იუვენტუსსაც“ სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესპანურმა გრანდმა ივარგა.

მიმდინარე სეზონში დე ლიხტმა „აიაქსის“ ღირსება 43 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამსტერდამელებთან ჰოლანდიელს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Loading...
სტატისტიკა
0.23869