სხვა

18:00 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC AIBA-ს საქმიანობასთან დაკავშირებით სრულ მოხსენებას ელოდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) საქმიანობასთან დაკავშირებით 22 მაისს სრულ მოხსენებას ელოდება საგამოძიებო კომისიისგან.

„AIBA-ს მიმართებით საგამოძიებო კომისიისგან სრულ მოხსენებას 22 მაისს ველოდებით. წარმოდგენილი იყო კომისიის ხელმძღვანელის ნენად ლალოვიჩის შუალედური მოხსენება, რომლის შინაარსის ან AIBA-ს პროგრესის კომენტირებას არ ვაპირებთ. ყველაფერი ფინალურ მოხსენებაში იქნება, რომელსაც აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენენ. განცხადებაც მაშინ გაკეთდება," - განმარტავს IOC-ის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან კლაუე.

შარშან, ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ასევე შეაჩერა AIBA-ს დაფინანსება. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით. უკმაყოფილება გამოიწვია ასევე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშ მყოფი უზბეკი გაფურ რახიმოვის AIBA-ს მოსკოვის კონგრესზე პრეზიდენტად არჩევმაც.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რახიმოვს აცნობა კიდეც, რომ AIBA-ს პრეზიდენტად მის არჩევას შესაძლოა გავლენა ჰქონოდა კრივის ოლიმპიურ სტატუსზე.

აღსანიშნავია, რომ გაფურ რახიმოვმა 22 მარტს AIBA-ს აღმასკომს თანამდებობიდან წასვლის თხოვნით მიმართა. პარასკევს, პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა აფრიკის კრივის კონფედერაციის (AFBC) პრეზიდენტი მოჰამედ მუსტასანი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113455