ჩოგბურთი

11:50 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის ისტორიული შედეგი

დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ნიკამ მე-19 ადგილიდან მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მაიამის მასტერსის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერი მეოთხე ადგილზე გადავიდა. ათეულში ორი პოზიციით სტეფანოს ციციპასი დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადავიდა, რაც მისთვის კარეირაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ATP-ის განახლებული რეიტინგი:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 11 070
  2. რაფაელ ნადალი - 8725
  3. ალექსანდრ ზვერევი - 6040
  4. როჯერ ფედერერი - 5590
  5. დომინიკ ტიმი - 4765
  6. კეი ნიშიკორი - 4200
  7. კევინ ანდერსონი - 4115
  8. სტეფანოს ციციპასი - 3240
  9. ხუან მარტინ დელ პოტრო - 3225
  10. ჯონ იზნერი - 3085

... 17. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1930

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117594