ფეხბურთი

1:01 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტის" სარეკორდო სეზონი და ოთხეულის შანსი

გერმანიის ბუნდესლიგაში 27-ე ტურის შემდეგ ოთხეულში ცვლილებებია. „გლადბახის“ წარუმატებელი პერიოდით ფრანკფურტის „აინტრახტი“ მშვენივრად სარგებლობს.

„აინტრახტი“ „კომერცბანკ არენაზე“ „შტუტგარტს“ დაუხვდა და ბუნებრივია ასეთ ჩინებულ შანსს არ გაანიავებდა. არც გაანიავა, ფილიპ კოსტიჩის დუბლითა და ლუკა იოვიჩის მორიგი გოლით მარტივად, 3:0 იმარჯვა და ოთხეულში შევიდა. „აინტრახტს“ ბუნდესლიგაში 27 ტურის მერე 49 ქულა აქვს და ისტორიაში ასეთი კარგი შედეგი მოცემული პერიოდისთვის აქამდე არ ჰქონია. საერთოდ, ფრანკფურტელებს მეტად წარმატებული სეზონი აქვთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარდა, ევროპა ლიგის მოსაგებადაც იბრძვის.

ჰუუბ სტივენსმა „შალკეში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. „ხუმარებს“ ძალზე მძიმე ვითარება აქვთ და ჰანოვერში ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. სერდარის პირველი ტაიმის მიწურულს გატანილმა გოლმა „შალკეს“ ნანატრი გამარჯვება მოუტანა. ჰოლანდიელი სპეციალისტი კი ეცდება გელზენკირხენელები კიდევ ერთხელ დაიხსნას დიდი სირცხვილისგან. ამ გამარჯვებით „შალკე“ სახიფათო ზონას 6 ქულით დაშორდა.

„ჰანოვერი“ – „შალკე“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 სერდარი (39)

„აინტრახტი“ – „შტუტგარტი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოსტიჩი (45), 2:0 კოსტიჩი (64), 3:0 იოვიჩი (84)

თეგებიბუნდესლიგა
Loading...
სტატისტიკა
0.282443