ფეხბურთი

17:13 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ერიკსენის სანაცვლოდ 130 მილიონ ითხოვს

დანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის სანაცვლოდ "ტოტენჰემი" 130 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. აღნიშნული ინფორმაცია Sunday Mirror-მა გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" გამოხატავს.

ერიკსენი "მამლებმა" 2013 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 38 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და თორმეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. დანიელი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 77 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110255